პრემიერ-მინისტრმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა მთაწმინდის პარკში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და კანდიდატები წარუდგინა.

გლდანში, მე-20 ოლქში პარტია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს კობა კობალაძე.

გლდანში, 21-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანიდატად წარმოგიდგენთ კობიაშვილს.

გლდანში, 22-ე ოლქში კანდიდატი იქნება ლევან კობერიძე.

დიდუბეში, მე-15 ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ზაზა პაპუაშვილი.

დიდუბეში, მე-16 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ილია წულაია.

ვაკეში, მე-2 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს იქნება ბიძინა გეგიძე.

ვაკეში, მე-3 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის ზაზა ხუციშვილი.

ისანში, მე-8 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ირაკლი აბუსერიძე.

ისანში, მე-9 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დავით ჭიჭინაძე.

ისანში, მე-10 ოლქში, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ბექა ნაცვლიშვილი.

კრწანისში, მე-7 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბექა ოდიშარია.

მთაწმინდაზე, პირველ ოლქში “ქართული ოცნება” არ აყენებს კანდიდატს. ამ უბანზე დამოუკიდებლად იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი.

ნაძალადევში, მე-17 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ სოფო კილაძე.

ნაძალადევში, მე-18 ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი იქნება მიხეილ ყაველაშვილი.

ნაძალადევში, მე-19 ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ზაზა გაბუნია.

საბურთალოზე, მე-4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის იბრძლოებს მამუკა მდინარაძე.

საბურთალოზე, მე-5 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნინო გოგუაძე.

საბურთალოზე, მე-6 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატია ლევან გოგიჩაიშვილი.

სამგორში, მე-11 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს გიორგი მოსიძე.

სამგორში, მე-12 ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს მარიამ ჯაში.

სამგორში, მე-13 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი შოთა  ხაბარელი.

ჩუღურეთში, მე-14 ოლქში,  პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულია დეპუტატი გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები