პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები