საქართველოს პრეზიდენტი ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ცრნადაკის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები