ვიქტორ დოლიძე: ნინო ბურჯანაძის ინციატივა არასერიოზულად მიმაჩნია

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე საჯარო დისკუსიის დაწყების იდეა, რუსულ პროპაგანდის ნაწილია.
„ნინო ბურჯანაძის ინციატივა არასერიოზულად მიმაჩნია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი მისწრაფება, ჩვენი მომავალი არის სწორედ ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახი. აქედან გამომდინარე, საბოლოო მიზანი არის ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება“,- განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები