აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში 141 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში 141,156 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯან-ირანის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა სატვირთო მანქანა შეამოწმეს, რომლის სამალავშიც დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება იპოვეს.
სატვირთო ავტომობილს ტაჯიკეთის მოქალაქე – 31 წლის მუჰამედემინუ ისმაილოვა მართავდა. ის აზერბაიჯანის გავლით საქართველოში აპირებდა გადმოსვლას.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
14055662_10153903621984779_454152054_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები