სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველი ამირან კ. და საქართველოს მოქალაქე ვალერი ქ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქე ვალერი ქ-მ, ხონის სატყეო უბნის ტყის მცველის ამირან კ-ს დახმარებითა და შუამავლობით, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსს მის სამცველოში არსებული ტყეკაფიდან 25 კუბური მეტრი გამომშრალი ხის მორების გატანის სანაცვლოდ შესთავაზა და ქრთამის სახით გადასცა 3000 ლარი, რა დროსაც ვალერი ქ. და ამირან კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს 25-338 მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები