GEM fest-ის ფესტივალზე ირანელი ტურისტი გარდაიცვალა
ანაკლიაში, GEM fest-ის ფესტივალზე ირანელი ტურისტი გარდაიცვალა.
დაახლოებით 32 წლის, ირანელი ტურისტი საქართველოში GEM fest-ის ფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდა.
მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.