მთავარ პროკურატურაში ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავარ პროკურატურაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება განახლდა. საქმე ეხება, 2014 წელს, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოზე გაახმაურა.
დღეს, მთავარ პროკურატურაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს. ლალი მოროშკინამ დაკითხვამდე ჟურნალისტებთან საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„2014 წელს, მე ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი. მაშინ იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც არაერთხელ გამოვთქვი. მივმართე სხვადასხვა უწყებასაც. რადგან მე ვიყავი მრჩეველი და ცხადია, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა რჩევის მიცემა, ასევე იმ უკანონობის ალაგმვა, რაც იმ პერიოდში დეპარტამენტში ხდებოდა, პირველი რაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეს იყო ზონდერების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, ეს იყო იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ დეპარტამენტის სათავეში“, – აღნიშნა ლალი მოროშკინამ.
რაც შეეხება, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციას, ლალი მოროშკინა აღნიშნავს, რომ „ეს არის ნაციონალური მოძრაობის“ ფანტაზიის ვარაუდი“.
„მე თავიდანვე ვარაუდებზე ვსაუბრობდი და ეს ვარაუდები უნდა ყოფილიყო დამტკიცებული ორი წლის წინ. ახლაც მგონია რომ, ეს არის ვარაუდი, იმიტომ რომ არავის სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება, ადამიანის გამოყვანა, რადგან ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლება. ვფიქრობ, რომ ეს უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ ფანტაზიის უნარია. შესაბამისად, ჩემთან კითხვები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, ვერ იქნება. მე მაშინვე ვთქვი, რომ თუ ვარაუდი არსებობს, უნდა გადაწყდეს საქმე. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მივმართავ ძალიან დიდი პრეტენზიით პროკურატურას, რომელიც მე ამ საქმეზე მიბარებს და სულხან მოლაშვილის დამტკიცებულ საქმეზე არავინ არ დაუბარებიათ. ვგულისმობ, 2004 წლის სულხან მოლაშვილის გაყვანას“, – აღნიშნა ლალი მოროშკინამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე ეხება, ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს. პატიმარ ივანე მერაბიშვილის ინფორმაციით, 2014 წელს იგი საკნიდან ოთარ ფარცხალაძის ბრძანებით დაკითხვაზე გაიყვანეს. მისივე თქმით, მას აიძულებდნენ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიკითხება მაშინდელი მთავარი პროკორორი ოთარ ფარცხალაძე და დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები