ამხანაგობა ”თაბუკაშვილი 88”-ის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი საავადმყოფოში მიმდინარეობს

ამხანაგობა ”თაბუკაშვილი 88”-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა ზურაბ თაბუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში იმართება.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
ალტერნატივის სახით კი სასამართლოს, გირაოს დაახლოებით 25 ათას ლარს შესთავაზებს. ამხანაგობა ”თაბუკაშვილი 88”-ის თავმჯდომარეს გამოძიება მობინადრეთა კუთვნილი თანხების მიტვისებას ედავება. საუბარია მილიონ 200 ათას დოლარზე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ თაბუკაშვილი 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. საქმეში ასევე ფიგურირებს ”ცენტრ პოინტ ჯგუფიც”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები