პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დემურ სტურუას გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს მას შემდეგ გადაეცა, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს.
„2016 წლის 8 აგვისტოს, შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
22 წლის დემურ სტურუამ სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს თავი მოიკლა. მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ პოლიციელის მუქარა გახდა – ამის შესახებ გარდაცვლილის მეგობარმა განაცხადა. მისივე თქმით, თავის მოკვლამდე დემურ სტურუამ წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ წერილში დასახელებული პოლიციელი სამტრედიის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები