ხანდაზმულის მკვლელობისთვის დაკავებული მისი მეზობელია

სოფელ შაქრიანში ხანდაზმულის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილის მეზობელია
„კვირას“ ინფორმაციით, ყვარლის რაიონში სოფელ შაქრიანში ხანდაზმულის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 28 წლის მამაკაცი, გარდაცვლილის თანასოფლელია. მას მეუღლე და შვილი ჰყავს.
როგორც „კვირას“ ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტში სოფელ შაქრიანის წარმომადგენელმა ზურაბ ლუარსაბიშვილმა განუცხადა, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ოჯახით მოხუცის სახლიდან დაახლოებით 200 მეტრით მოშორებით ცხოვრობს.
მისივე თქმით, 28 წლის გ.ხ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იმყოფება და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდა. „ეს ბიჭი და გარდაცვლილის ოჯახი თანასოფლელები არიან. სოფელი გაოცებულია. ისეთი გაჭირვებულები არიან, მთელი სოფელი ვეხმარებოდით. ერთი შვილი ჰყავთ. დანგრეულ სახლში ცხოვრობენ. მოხუცი დედა ჰყავს. მოკლედ რა გითხრათ, ჩვენც ასე გავიგეთ, რომ იმ სახლში ქურდობისთვის შევიდა, არ ვიცი რა გითხრათ“ – აღნიშნა ზურაბ ლუარსაბიშვილმა.
მისი თქმით, 28 წლის გ.ხ. წარსულში ნასამართლევია, ადრე ქურდობისთვის გაასამართლეს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში ხანდაზმულის განზრახ მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი, 28 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული თ. ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია.
სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა.
პოლიციამ გ. ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)“, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები