„ქორწინების შესახებ კანონთან“ დაკავშირებით, რეფერენდუმის არ ჩატარება იმ მოტივით, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, არასწორია”

„ქორწინების შესახებ კანონთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის არ ჩატარება, იმ მოტივით რაც პრეზიდენტმა განაცხადა, არასწორია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციის შეცვლისთვის ემზადება.
„რეფერენდუმის ჩატარება ჩვენთვის თვითმიზანი არ ყოფილა. უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრებები მთლიანად და გვაინტერესებდა ხალხის აზრი და მთლიანად ხალხს მიეღო გადაწყვეტილება.
რეფერენდუმი დემოკრატიის ძალიან უშუალო და გავრცელებული ფორმაა.
მგონია, რომ რეფერენდუმის არ ჩაატრება იმ მოტივით, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, არასწორია. მაშინ ჩვენ ყველანაირი არჩევნები და მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული ყველანაირი აზრი, შეიძლება არალეგიტიმურად ჩავთვალოთ.
რეფერენდუმი არის ის პროცესი, როდესაც შენ შენს ხალხს ეკითხები მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აზრს. მგონია, რომ ეს არგუმენტი პრეზიდენტის მხრიდან სწორი არ იყო. ვიცი, რომ ეს ფორმულირება კონსტიტუციაში წერია, თუმცა ამაზე აპელირება არ მიმაჩნია სწორად.
ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა მომავალ პარლამენტში მიმაჩნია ძალიან რეალურად. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ეს ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებად იქცეს. მოსახლეობის აზრი სწორედ ამაში იყოს გამოხატული, – განაცხადა ფოფხაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის წინაღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციებს, მისი შეფასებით,  საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება  კანონის ფარგლებში ყველას აქვს, ისე, რომ არ დაზარალდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.
„ საპროტესტო აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს უბრალოდ, ეს არ უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში და არ დაზარალდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები