მოსკოვში “კანონიერი ქურდი” „ნოდარ ტბილისკი“ დააკავეს

მოსკოვში ე.წ. “კანონიერი ქურდი”, ნოდარ ალოიანი, მეტსახელად „ნოდარ ტბილისკი“ დააკავეს.
როგორც რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ალოიანზე ბელგიასა და საფრანგეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
უწყების ცნობით, 37 წლის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.
“პრაიმ კრაიმის” ინფორმაციით, ნოდარ ალოიანი 1979 წლის 23 იანვარს თბილისში დაიბადა. 2006 წელს ის საქართველოს დედაქალაქშიც დააკავეს.
ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი მან 2012 წელს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები