წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული, 166,61 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8 662,86 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე -10 ნაწილის მიხედვით, სამართალდარღვევის გამო მოქალაქეს სანქციის სახით, 8 662,86 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები