კახეთში დაკარგული მოხუცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს – მას თავის არეში ჭრილობა აღენიშნება

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში 75 წლის თინათინ ხ.შ-ლი. საკუთარ სახლის მარანში ქვევრში დამარხული იპოვეს. როგორც „კვირას“ ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტში სოფელ შაქრიანის წარმომადგენელმა ზურაბ ლუარსაბიშვილმა განუცხადა, მოხუც ქალბატონს მეზობლები 7 აგვისტოდან ეძებდნენ.
მისი თქმით, 75 წლის ქალბატონი სოფელში მარტო ცხოვრობდა, ხოლო მისი შვილი კი თბილისში ოჯახით. მეზობლებმა ქალბატონის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ მიაწოდეს, რის შედეგადაც მან სამართალდამცავებს მიმართა.
„გუშინ ჩამოვიდა თინას შვილი სოფელში და პოლიციასაც შეატყობინა. მოხუცის ძებნა წუხელვე დაიწყეს. დღეს დილით კი მოხუცი მარანში, ცარიელ ქვევრში ჩაგდებული იპოვეს. ქვევრს თავსახური ეხურა და ზემოდან მიწა ჰქონდა მიყრილი. გარდაცვლილს თავი ჰქონდა გახეთქილი. როგორც გავიგე სახლიდან წაღებული არაფერია. გამოძიება გაარკვევს, რა მოხდა“, – აცხადებს ზურაბ ლუარსაბიშვილი.
მისივე თქმით, 75 წლის ქალბატონის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები