თბილისში ტაქსის მძღოლის დაჭრაში ორი პირი მონაწილეობდა

თბილისში, გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლზე თავდასხმას მგზავრებთან ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ტაქსის მძღოლს მგზავრობის თანხა არ გადაუხადეს, რასაც მასსა და მგზავრებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ „შეჩერებული და დადგენილია ორი პირი, ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი მსუბუქადაა დაჭრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები