პატრიარქმა ოთარ დანელია დალოცა და ჯვარი უსახსოვრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დალოცა, ჯვარი უსახსოვრა და წარმატებები უსურვა.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ, სოფლის მინისტრთან, და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა.
ოთარ დანელიამ კათოლილოს-პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამედროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციასა და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები