1-7 აგვისტოს ჩათვლით საგადასახადო სამართალდარღვევის 359 ფაქტი გამოვლინდა

1-7 აგვისტოს ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 359 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 5,072 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი სახის საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 24 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 51 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 284 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები