ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მწყემსია

თელავის სოფელ აკურაში ყოფილი პარლამენტარის ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მწყემსია.
როგორც „კვირას“ თელავის თვითმართველი თემის საკრებულოს გამგებლის რწმუნებულმა ოთარ ხატიაშვილმა განუცხადა, მოკლული თავის კუთვნილ ნაკვეთში ნათესებს ამუშავებდა, რა დროსაც ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა და სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდას ფსიქიური პრობლემები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კისისხევიდანაა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ თელავის რაიონის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 66 წლის ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ცნობილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად. ამასთან, მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მეწილე იყო. ნოდარ მოდებაძე 1999-2003 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, ბლოკი „საქართველოს აღორძინებიდან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები