თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა კურსის მსმენელებმა შინდისში დაღუპული სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა კურსის მსმენელებმა შინდისში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები