ლევან იზორია: დამხვდა პრობლემები, რომელიც ჯარისკაცთა კვებას და მათ სამხედრო ფორმებს უკავშირდება

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო ნაწილებში არსებობს პრობლემები, რომელიც ჯარისკაცთა კვებას და მათ სამხედრო ფორმებს უკავშრდება.
ლევან იზორიას ინფორმაციით, მას შემდეგ რაც იგი მინისტრად დაინიშნა, სამხედრო ნაწილებში გარკვეული სახის პრობლემები დახვდა.
“ვამბობ, არის გარკვეული პრობლემები. ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მაქვს სამხედროებთან, არის სამწუხაროდ გარკვეული პრობლემები. ჯარისკაცს სჭირდება ის, რომ იგრძნოს სახელმწიფოსგან მზრუნველობა, – განაცხადა იზორიამ.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემები ნამდვილად არსებობს.
მისი თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის წინა მინისტრი და მათ გადასაჭრელად სისტემური მიდგომებია საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები