ბეჟან გუნავა შვილთან ერთად დააკავეს

სამართალდამცავებმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც რაც ბეჟან გუნავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, შენობის შესასვლელის პიკეტირება სცადა.
სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს მოუწოდეს, გაეთავისუფლებინა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელი, თუმცა გუნავა მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დაკავების პროცესს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე მომიტინგის მტკიცებით, პოლიციამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. მომიტინგეების განცხადებით, დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ მოისმენს.
აქციას სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა მართავს. ისინი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის მათ საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ.
როგორც ცნობილია, ამავე ჯგუფმა საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართა. ბეჟან გუნავა მაშინაც დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბეჟან გუნავა და მისი შვილი ადმინისტრაციული კოდექსის 173 – ე მუხლით არიან დაკავებულები. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები