ბელგიაში პოლიციელ ქალზე თავდამსხმელი ალჟირის მოქალაქე აღმოჩნდა

ბელგიის ხელისუფლების განცხადებით, 6 აგვისტოს ორ პოლიციელ ქალბატონზე თავდამსხმელი ალჟირის მოქალაქეა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, პროკურატურის წარმომადგენლებმა თავდამსხმელის ვინაობის მხოლოდ ინიციალები დაასახელეს. მათივე თქმით, თავდამსხმელი 33 წლისაა და ბელგიაში 2012 წლიდან ცხოვრობს. თავდასხმა, შაბათს ქალაქ შარლერუაში პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა. “მაჩეტით” შეიარაღებული პირი, რომელმაც ქალი პოლიციელი „ალაჰ აკბარ“-ის ძახილით დაჭრა, სამართალდამცავების მიერ იქნა მოკლული.
ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო” თავდამსხმელი თავის ერთ-ერთ “ჯარისკაცად” დაასახელა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მუდმივი სიფხიზლისკენ მოუწოდა, თუმცა მომხდარის გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები