„ქართული ოცნება“ პენსიონერებზე გათვლილ პროგრამაზე მუშაობს

„ქართული ოცნება“ პენსიონერებზე გათვლილ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას არ გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, ეს არის დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს მათთვის განკუთვნილ საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც პენსიონერებს დაასაქმებს.
„ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას.
ამ პროგრამას ერქმევა “ცხოვრება გრძელდება” და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები