გერმანული პოლიცია ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცის დაკავებას ცდილობს

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში მდებარე ერთერთ კაფეში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, თუმცა მისი მხრიდან მძევლის აყვანის შესაძლებლობას არ ადასტურებს გერმანული გამოცემა „ბილდი.“
გამოცემის თანახმად, შეიარაღებული პიროვნება კაფეში წვიმისგან თავის დასაცავად შევიდა. მისი მხრიდან ცეცხლის გახსნის მცდელობისთანავე პოლიციას შეატყობინეს. კაფე დატოვეს იქ მყოფმა პირებმა, მათ შორის მიმტანებმა და დამლაგებლებმა.
ამ დროისთვის, კეფეს, სადაც შეიარაღებული პირი იმყოფება, პოლიციის რაზმებია მობილიზებული, თუმცა არ კონკრეტდება, არიან თუ არა კაფეში სხვა ადამიანები. გამოცემის ინფორმაციით, მასთან მოლაპარაკებას ცდილობს პოლიციისა და ფსიქოლოგთა ჯგუფი, რათა გაირკვეს, რა არის აღნიშნული ფაქტის მიზეზი. უახლოეს ხანში გერმანიის სპეცდანიშნულების რაზმი კაფეზე იერიშს გეგმავს.
გამოცემა არ იტყობინება, არსებობს თუ არა მოქალაქეებისთვის რაიმე საფრთხე, თუმცა, ვრცელდება ვერსია, რომ შეიარაღებული პირს „მენტალურად გაწონასწორებული“ არ უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები