ბელგიაში პოლიციელებზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი ქალაქ შარლერუაში პოლიციელებზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. „თავდაპირველი მონაცემები ცალსახად ტერორიზმზე მიუთითებს“, – განაცხადა ბელგიის მთავრობის მეთაურმა. მამაკაცი, რომელიც „მაჩეტეთი“ იყო შეიარაღებული ალაჰის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა. სამართალდამცველებმა ექსტრემისტს ცეცხლი გაუხსნეს, ის მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციის თანამშრომლები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები