თბილისში მოკლული ახალგაზრდა ანსამბლ „ხერთვისის“ ხელმძღვანელია

დღეს თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქართული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ „ხერთვისის“ ხელმძღვანელი ვანო წიკლაურია.
როგორც სოციალურ ქსელში ანსამბლ „გორდელას” წევრი თამარ ალადაშვილი წერს, მას მკვლელმა სარეპეტიციო დარბაზში ესროლა.
გლდანში უცნობმა პირმა 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა და მოკლა.
შემთხვევა ქერჩის ქუჩაზე, დღეს, დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდა. ის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. მკვლელობის მოტივი და მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236 ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები