გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გლდანში უცნობმა პირმა 30 წლის მამაკაცს ცეცხლასაროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა და მოკლა.
შემთხვევა ქერჩის ქუჩაზე, დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდა. ის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობის მოტივი და მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108 და 236 ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები