შსს-მ ჟურნალისტის ცემისთვის თემურ ფიფიას ბრალი წარუდგინა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული თემურ ფ. ცემის ფაქტზე გამოავლინეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფ.-მ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1982 წელს დაბადებულ რომან ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.
თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფ.-ს ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები