სამართალდამცველებმა ბეჟან გუნავა დააკავეს

სამართალდამცველებმა გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა დააკავეს.
ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გუნავა, სამგორის მოსახლეობის ნაწილთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავდა.
სამართალდამცველებმა გუნავა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები