გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დიანა ფარქოსაძემ ეკონომიკის სამინისტროსა და პაპუაშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბათუმში საცხოვრებელი სახლი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სიმბოლურ, 1000 ლარად გადაეცა, ბათილად არ ცნო.
როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ხელშეკრულებას არაკეთილსინდისიერს უწოდებს. მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილმა იცოდა, რომ სახლი მესაკუთრე ბლადაძეს სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა და სადავო იყო. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია მოპასუხე მხარე, ეკონომიკის სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენლები. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, იგი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები