სარფში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (121,84 გრ) ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7267,76 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7267,76 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები