ოკუპანტებმა გორის რაიონის მკვიდრი 75 წლის მამაკაცი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 75 წლის ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს.
ადგილობრივთა განცხადებით, შავერდაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მდებარე სარწყავი არხიდან წყლის აღებას ცდილობდა.
ამ დროისათვის იგი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
მომხდარის შესახებ საქმის კურსშია შსს და ადგილობრივი თვითმმართველობა.