გაგრაში ავარიას რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში მომხდარ ავტოავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპული რუსეთის მოქალაქე, ქალაქ ომსკის მკვიდრია. „გაგრის რაიონში „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი და „ნისანის“ მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაიღუპა 1954 წელს დაბადებული ვიქტორ გუსკო, რომელიც რუსეთის ქალაქ ომსკის მკვიდრია“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მიზან ლომიამ. დაშავებულები გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები