ვინ არის ყოფილი პარლამენტარი, რომელიც წალკაში მომხდარი მკვლელობისთვის არის დაკავებული

წალკის რაიონის სოფელ ნაზდანევში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი პარლამენტის ყოფილი წევრი, 61 წლის ჰაიკ მელტონიანია.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ დაუდასტურა.
ჰაიკ მელტონიანი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2004-2008 წლებში პარლამენტის წევრი იყო, რომელიც კენჭს პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“ იყრიდა.
ამასთან, ჰაიკ მელტონიანი 2003 წელს წალკის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
„კვირას“ ინფორმაციით, ჰაიკ მელტონიანი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ წალკის რაიონის სოფელ ნაზდევანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 23 წლის მამაკაცის სიცოცოხლე ესმხვერპლა, 45 წლამდე მამაკაცი კი დაიჭრა. ურთიერთშელაპარაკება ყოფითი საკითხის გარჩევის ნიადაგზე მოხდა.
შსს-მ საქმე მალევე გახსნა და მომხდარის შედეგად ორი პიროვნება დააკავა. ფაქტზე გამოძიება ერთი პირის მიმართ სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორე პირის მიმართ კი – სსკ-ის 19/108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ წალკის გამგებელმა განუცხადა, გარდაცვლილი და ბრალდებულები ერთმანეთის ნათესავები არიან.
ჰაიკ მელტონიანს მეუღლე და 4 შვილი ჰყავს.
photo0n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები