უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია აჭარას სტუმრობდა, სადაც შავი ზღვისა და მეთევზეობის სამსახურის საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილე სპეციალისტებთან ერთად, შავ ზღვაში 1960 მეტრ სიღრმეზე განხორციელებული უნიკალური კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სინჯები სხვადასხვა ლაბორატორიებში დამუშავდა და დადგინდა, რომ მიუხედავად, მანამდე არსებული თეორიებისა, რომ რომ შავ ზღავში 150–200 მეტრის სიღრმეზე მხოლოდ გოგირდწყალბადის წარმომქმნელი ორგანიზმები არსებობენ, შავი ზღვის სიღრმისეულ ფენებში ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს მრავალი წელია ახორციელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პროექტ EMBLASS II ფარგლებში, რუმინელ, ბულგარელ, უკრაინელ, ჩეხ, სლოვაკ და უკრაინელ მეცნიერებთან ერთად, რუმინეთის სამეცნიერო–კვლევითი გემით Mare Nigrum“, საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელმაც მოიცვა შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთ შელფის (15 სადგური), შავი ზღვა ოდესიდან–ბათუმამდე (14 სადგური) და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი – საქართველოს სანაპირო. 15 კვლევამ საქართველოს წყლებში კონტინენტური შელფის ღრმა ფენები და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა მოიცვა, სადაც ბოლო 25 წელზე მეტია კვლევები არ წარმოებულა.

ასევე, კვლევა მოიცავდა მთელ რიგ კომპონენტებს, მიკროფიტობენთოსი, მეიობენთოსი, მიკროპლანქტონი, იქთიოპლანქტონი, მყარი ნარჩენები ზღვაში, ზღვის ხმაური, პოლუტანტების და ნუტრიენტების რიგი კომპონეტები და სხვა.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნული ექსპედიციის ფარგლებში აღებული იქნა ფიტოპლანქტონი 62, მეზოზოოპლანქტონის 53, მაკროზოოპლანქტონის 48, იქთიოპლანქტონის 48 და ზოობენთოსის 22 სინჯი, სულ 233 ჰიდრობიოლოგიური სინჯი.

კვლევები მიმდინარეობდა უახლესი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. მოიცავდა ყველა ჰიდრობიოლოგიურ ფრაქციას, პოლუტანტებსა და ნუტრიენტებს, ზღვის ნარჩენებს, ზღვის ძუძუმწოვრებს, ოკეანეოლოგიურ და გეოლოგიურ კომპონენტებს.

2015 წლის ჩათვლით მონიტორინგი წარმოებდა ხუთი სეზონური დაკვირვების სადგურზე, ხოლო 2016 წლიდან მონიტორინგის სადგურებს ანაკლია შეემატა.

2016 წლიდან, ზღვის ბიოლოგიური მონიტორინგი ისტორიაში წარიმართა პირველად არამარტო სეზონური დაკვირვების, არამედ პერმანენტული დაკვირვების სადგურზეც. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ მონიტორინგის სანაპიროზე.

აღნიშნული მონიტორინგის სისტემა ევროკავშირის წყლისა და ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების პრინციპებთან სრულიად შესაბამისობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები