თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 66 ათასი საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს
66 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს თურქეთში სამსახურიდან, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი განათლების სისტემიდან გაუშვეს – 43 ათასი, შემდეგ მოდის შსს – 8,8 ათასი, ჯანდაცვის სამინისტრო – 5,6 ათასი, ფინანსთა სამინისტრო – 1,5 ათასი და რელიგიურ საკითხთა სამმართველო – 1,1 ათასი. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გათავისუფლებულია ასევე 157 გენერალი და ადმირალი, ანუ თითქმის ნახევარი. წინა დღეს კი თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 99 პოლკოვნიკს გენერლის წოდება მიენიჭა.