ინდონეზიაში ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ინდონეზიაში ოთხი ადამიანი ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით ერთი ინდონეზიელი და სამი ნიგერიელი კუნძულ ნუსაკამბანგანზე მდებარე ციხეში დახვრიტეს.
თავდაპირველად 14 ადამიანის დახვრეტა იგეგმებოდა. დანარჩენი 10-ის ბედი უცნობია. სიკვდილით დასჯის ფაქტი უკვე დაგმო საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა, რომლის განცხადებით, ეს საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. ინდონეზიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე ძალზე მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. გასულ წელს ამისთვის სიკვდილით 14 ადამიანი დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები