თურქეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს 88 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 88 თანამშრომელი, მათ შორის ორი ელჩი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალიტებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განუცხადა. მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან 1 684 ოფიცერი დაითხოვა.
„ჩვენი რიგებიდან ყველა მოღალატე უნდა გათავისუფლდეს. მათ სახელმწიფო საიდუმლოებასთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ. სამსახურიდან დათხოვნის პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ბოლო მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები