თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო ამბოხების შემდეგ 100 მედიასაშუალება დახურა

100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა თურქეთის სამხედრო ამბოხების შემდეგ. ამის შესახებ გამოცემა Cumhuriyet-ი იუწყება. ხელისუფლების მიერ დახურულ მედიასაშაულებებს შორის არის 16 ტელეარხი, 23 რადიოსადგური, 29 საგამომცემლო სახლი, 45 გაზეთი და 15 ჟურნალი. თურქეთის მთავრობას უფლება აქვს, მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შეზღუდვები დააწესოს, ვინაიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ფეთულაჰ გიულენთან კავშირისთვის გამოცემა „ზამანის“ 47 თანამშრომელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები