აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ალექსი ლომია თანამდებობიდან გადააყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა დე ფაქტო პარლამენტს ალექსი ლომიას თანამდებობიდან გათავისუფლების ინიციატივა განსახილველად 26 ივლისს წარუდგინა.
როგორც დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, ალექსი ლომიამ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
ე.წ. პარლამენტარების კითხვაზე, თუ რა იყო ალექსი ლომიას თანამდებობის დატოვების მიზეზი, ბგანბამ განმარტა, რომ ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.
მისივე თქმით, თავად ყოფილი ე.წ. გენპროკურორი მიზეზად იმას ასახელებს, რომ სამუშაოს ვერ უმკლავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები