ბათუმში სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველო“ დაფუძნდა – “რუს ხალხთან ერთად” 

ბათუმში, სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველო“ დაფუძნდა. მოძრაობის ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ ყრილობის გახსნამდე ორგანიზაციის არჩევნებში მონაწილეობა არ დაადასტურა, მოგვიანებით კი, ბათუმის ორგანიზაციის ახლადარჩეულმა თავჯდომარემ არ გამორიცხა, რომ მოძრაობა შესაძლოა პარტიებს: „ნეიტრალური საქართველო-კვარაცხელია-სოციალისტები“ და „ერთიანი კომუნისტური პარტია“ შეუერთდეს და საპარლამენტო მანდატისთვისაც იბრძოლოს.
სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანს რუსეთთან დაახლოება წარმოადგენს.
დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამომსვლელებმა რუსეთთან სამხედრო სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზე ისაუბრეს.
სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. დარბაზში, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბნენ, განთავსებული იყო საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის სურათი, ბანერები რუსულენოვანი წარწერებით „რუს ხალხთან ერთად“, „არ გვჯერა ზღაპრების ევროკავშირზე, საქართველო მხარს უჭერს ევრაზიის კავშირს“, შეხვედრაზე გაჟღერდა საბჭოთა ჰიმნიც. დამსწრეთა შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე“.
ღონისძიებას ესწრებოდა როსტომ შერვაშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინსტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც განაცხადა, რომ თანამდებობა ერთი კვირის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები