პან გი მუნმა ოლიმპიური ზავი გამოაცხადა

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ოლიმპიური ზავი გამოაცხადა. გენმდივანმა ტვიტერის მეშვეობით საერთაშორისო თანამეგობრობას რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების პერიოდში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ და დაზავებისკენ მოუწოდა. ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება. გენერალური მდივნის გზავნილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და გაერო ჰარმონიისა და მშვიდობისთვის ერთობლივად მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები