ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძის პარტიის დისკრედიტაციის პროცესი მასშტაბურია

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პოლიტიკურ ძალად მოხსენიებას „შავი პიარის“ კლასიკურ მაგალითად მიიჩნევს „სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი ხათუნა ლაგაზიძე.
როგორც ხათუნა ლაგაზიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაატა ბურჭულაძის პარტიის დისკრედიტაციის პროცესი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი მართვა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია.
„ხელისუფლებას ახალი პოლიტიკური ძალის ეშინია, რომელმაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მესამე ადგილი დაიკავა არსებულ პოლიტიკურ სპექტრში და მისი პერსპექტივა არის მზარდი. გარკვეულწილად გასაგებია, მაგრამ ეს არ არის სამართლიანი ბრძოლის ფორმა, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩვენი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციას. ეს არის „შავი პიარის“ კლასიკური მაგალითი, როდესაც მიზანმიმართულად მათ ხელთ არსებული საინფორმაციო საშუალებების, ან ჭორების ინსტიტუტის მეშვეობით ცდილობენ, გაავრცელონ სიყალბე საზოგადოებაში. ეს რომ არ იყოს ვინმესგან მართული პროცესი, ტალღისებურად ამოვიდოდა, თავისი გზით წავიდოდა და დამშვიდდებოდა, მაგრამ მუდმივად უკიდებენ ნავთზე ცეცხლს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არის მართული და ისეთი მასშტაბური პროცესი, რომლის მართვაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები