თინა ხიდაშელი: გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მას გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე დიდი წარმოდგენა არასდროს ჰქონია. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლო გააქტიურდა, რაც მას ძალიან ახარებს. თუმცა მინისტრი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო უმოქმედო იყო, რადგან თავად სასამართლომ ”დაივიწყა საკუთარი ფუნქციები”.
”სასამართლო ქვეყანაში რომ არსებობდა, ეს დამავიწყდა ბევრი წლის განმავლობაში. დაგვავიწყდა არა იმიტომ, რომ იქ ვინმე არ მიდიოდა და არ ჩიოდა, არამედ იმის გამო, რომ მათ თვითონ დაავიწყდათ საკუთარი ფუნქციები. დღეს ის ძალიან აქტიურია. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაჩნდა ამ ქვეყანაში, როგორც ფაქტორი. გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს საუბრობს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.