NDI – გამოკითხულთა 64 % მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს

გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის კვლევის შედეგად გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას დადებითად აფასებენ. თუმცა, 2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებთან მიმართებაში აღნიშნული კატეგორიის გამოკითხულების რაოდენობა შემცირებულია.
მარტში რესპონდენტთა 72% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანდა.
გამოკითხულთა 26% არ მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანია, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა. კატეგორია „არ ვიცი“ აირჩია რესპონდენტთა 10 %-მა. იგივე შეკითხვაზე ამავე კატეგორიის მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა მარტშიც. „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები