კახა კახიშვილი: მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტი ჭორაობს

მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტი ჭორაობს, – ასე უპასუხა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს მსგავსად, ისიც მიიჩნევს თუ არა, რომ პრეზიდენტი მისი ოჯახის წევრისადმი განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჭორაობს.
„ნამდვილად არ ვიცი, რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი. ასეთი ტიპის განცხადება შემდგომში ყოველთვის არის გამოძიების დაწყების საფუძველი და როგორც ვიცი, პროკურატურაში ამ საკითხზეც დაიწყო გამოძიება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერთან კითხვები აქვს, კახიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
„საქმის კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი და ვერც მეცოდინება. იცით, რომ მეორე მხრიდანაც არიან დაზარალებეულები. ამ გამოძიების ფარგლებში ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, გამოძიების ფარგლებში ამ საკითხზეც მუშაობს პროკურატურა“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები