NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72 % საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი – გამოკითხულთა 72% აცხადებს, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ მიზანს. ამასთან, გამოკითხულთა 71% ფიქრობს, რომ ქვეყანას სარგებელს მოუტანს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. 19% ამ კითხვაზე უარყოფით პასუხს სცემს. პასუხი – არ ვიცი 9%-მა გასცა. ამასთან, 64 %-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები