კახა კალაძე: ”ქართული ოცნების” გამარჯვებაში გურიის რეგიონმა გარდამტეხი როლი შეასრულა

2012 წელს ”ქართული ოცნების” გამარჯვებაში გურიის რეგიონმა გარდამტეხი როლი შეასრულა, ამის შესახებ ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოზურგეთში დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
”გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ. ჩვენ შრომით შევქმნით საქართველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ, გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მმართველმა პარტიამ გურიაში დღეს ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოზურგეთში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ლანჩხუთსა და ჩოხატაურში თემურ ჭკუასელი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები