არჩილ თალაკვაძე: დიდ დროს დავუთმობ იმ ახალგაზრდების შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც ამ ქალაქში იზრდებიან

“მე ამ ქალაქმა, ხალხმა მომცა ეს ყველაფერი და მე დღეს დავბრუნდი ოზურგეთში”, – ამის შესახებ ოზურგეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება მეწარმეობის და მცირე საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.
“დიდ ძალისხმევას დავხარჯავთ ტურიზმის პოტენციალის რეალიზაციაზე, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ბევრ ოჯახს. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტემპებით მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც მთელ რიგ პრობლემებს მოაგვარებს თბილისიდან ყველაზე მეტად დაცილებული სოფლებშიც. პირადად ძალიან დიდ დროს დავუთმობ იმ ახალგაზრდების შესაძლებლობების შექმნას რომლებიც ამ ქალაქში იზრდებიან და მზად არიან გამოწვევებს შეხვდნენ. მე ამ ქალაქმა, ხალხმა მომცა ეს ყველაფერი და მე დღეს დავბრუნდი ოზურგეთში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები